Posts

Image
             ჭურ - ქვევრები და სამეგრელო                       ჭურ-ქვევრების დამზადების ხელობა სენაკში, მუხურაში, ჯვარში და სხვა ადგილებში იყო გავრცელებული. სამეგრელოში ჭურს სახელს მისი სიდიდის მიხედვით არქმევდნენ. საშუალო ტანის ჭურჭელს ლაგვანი ერქვა, მომცროს კი ლახუტი. ოდიშში ჭურებს ისე ვიწრო ყელს უკეთებდნენ, რომ ჭურის მრეცხავს მასში ჩასვლა არ შეეძლო და აუცილებლად სარცხით უნდა ამოერეცხათ. მისი სარქველიც სხვადასხვაგვარი იყო. სამეგრელოში ჭურს ფიცრის სახურავს ახურავდნენ, რომელსაც ორგუს ეძახდნენ, მაგრამ არსებობდა ქვის სარქველიც, რომელსაც მარტივად "ქუა" ერქვა. ჭურს ჯერ ბლის ხის ქერქს გადააფარებდნენ, რომელსაც ბულეში ე.ი. ბალისა ერქვა, ზედ კი ორგუს ან ქვას დააფარებდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ადგილობრივებმა ჭურის მიწაში ჩაფვლის რამდენიმე წესიც შემოიღეს. ზოგჯერ ღვინის ჭურჭელი მიწაში უფრო ღრმად იყო ხოლმე ჩაფლული, ხანაც უფრო მომაღლო მდგომარეობას ურჩევდნენ. ყველაფერი ადგილსა და ნაიდაგზე იყო დამოკიდებული. მშრალ ადგილას ჭურს ღრმად ჩაფლავდნენ ხოლმე, ნოტიო ნიადაგში კი პირიქით. როდესა
Image
  როგორ გავაშენოთ ვენახი  ექსტენციონისტის რჩევა! სანამ ვენახს გავაშენებთ,    არანაკლებ ორი-ოთხი თვით ადრე საჭიროა ნიადაგის ღრმად დამუშავება (პლანტაჟი) 50-70 სმ-ის სიღრმეზე. ეს კეთდება იმისთვის, რომ ნიადაგში დაგროვდეს ტენი და მცენარემ კარგად განავითაროს (სიღრმისეული) ფესვები.                                პლანტაჟის ჩატარების საუკეთესო დროდ ითვლება შემოდგომა. ამის შემდეგ აგროქიმიური ანალიზის მონაცემებიდან გამომდინარე შეაქვთ გადამწვარი ორგანული სასუქი (ნაკელი, ტოირფნაკელიანი ან ტორფწუნწუხიანი კომპოსტი, ნეშომპალა და სხვა ორგანული წარმომავლობის ბიომასა) 40-50 ტონა ჰა-ზე, ასევე შეაქვთ ფოსფოროვანი P120, K90-100 კგ/ჰა-ზე და მილიორანტები ანალიზის შესაბამისად. ამის შემდეგ (1,5-2,0 თვით ადრე) ხდება ნაკვეთის ჯვარედინული გადახვნა 30-35 სმ-ის სიღრმეზე. შემდეში ტარდება ფართობის კულტივაცია, ფარცხვა, დაგეგმარება და ორმოების მომზადება. როგორც წესი ორმოს იღებენ 40 სმ-ის სიღრმის და 50 სმ-ის დიამეტრის. თითო ორმოში სასურველია შევიტანოთ 10-15 კგ. ორგანული წარმომავლობის სასუქი, ფოსფოროვანი სასუქი 60 გრ. და კ
Image
          მეგრული ვაზი- კოლხური საგანძური!                                                                                   სამეგრელოში ყურძნის საკრეფად ხეზე ადიან - იქ მიწა ნოტიოა, ვაზს კი მცხუნვარე მზე სჭირდება დასამწიფებლად. ამიტომაც ოდიშში ყურძენს ძველებიც ხეებზე უშვებდნენ ან ტალავერზე ზრდიდნენ. ტრადიცია დღესაც გრძელდება. ჩვენამდე მეგრული ყურძნის ჯიშის აუარება სახელმა მოაღწია. დღეს ამ ჯიშებიდან ნაწილი აღარც არსებობს - ოჯალეში კი სამეგრელოში ყველაზე გავრცელებული ჯიშია. თუმცა, ძველქართულ დოკუმენტებსა და გეოგრაფიულ ნაწარმოებებში სხვა ჯიშებზეც ბევრს წერენ, როგორც განსაკუთრებულ, მხოლოდ ამ კუთხისათვის დამახასიათებელ და ამ მხრივ ორიგინალურ ჯიშებზე.                                                                                                                                        ხარდანის ვაზი ღონიერი და მოსავლიანი ყოფილა. დიდი და მომრგვალო, მუქი მწვანე და გლუვი, ოდნავ დაკბილული ფოთლებით. ბუსუსიანი. მტევანი "დიდი, წოწოლა და მეჩხერი" სცოდნია. მარცვალი მრგვალკვერცხისებრი და თხე