როგორ გავაშენოთ ვენახი 

ექსტენციონისტის რჩევა!

სანამ ვენახს გავაშენებთ,  არანაკლებ ორი-ოთხი თვით ადრე საჭიროა ნიადაგის ღრმად დამუშავება (პლანტაჟი) 50-70 სმ-ის სიღრმეზე. ეს კეთდება იმისთვის, რომ ნიადაგში დაგროვდეს ტენი და მცენარემ კარგად განავითაროს (სიღრმისეული) ფესვები.

                              

პლანტაჟის ჩატარების საუკეთესო დროდ ითვლება შემოდგომა. ამის შემდეგ აგროქიმიური ანალიზის მონაცემებიდან გამომდინარე შეაქვთ გადამწვარი ორგანული სასუქი (ნაკელი, ტოირფნაკელიანი ან ტორფწუნწუხიანი კომპოსტი, ნეშომპალა და სხვა ორგანული წარმომავლობის ბიომასა) 40-50 ტონა ჰა-ზე, ასევე შეაქვთ ფოსფოროვანი P120, K90-100 კგ/ჰა-ზე და მილიორანტები ანალიზის შესაბამისად.



ამის შემდეგ (1,5-2,0 თვით ადრე) ხდება ნაკვეთის ჯვარედინული გადახვნა 30-35 სმ-ის სიღრმეზე. შემდეში ტარდება ფართობის კულტივაცია, ფარცხვა, დაგეგმარება და ორმოების მომზადება. როგორც წესი ორმოს იღებენ 40 სმ-ის სიღრმის და 50 სმ-ის დიამეტრის. თითო ორმოში სასურველია შევიტანოთ 10-15 კგ. ორგანული წარმომავლობის სასუქი, ფოსფოროვანი სასუქი 60 გრ. და კალიუმიანი საუქი 40 გრ.




გამზადებულ ორმოში აურევენ ორგანულ-მინერალურ სასუქებს და წინასწარ გახარებულ (დაფესვიანებულ) ნერგს სათუთად რგავენ ორმოში მიწის თანდათანაბოთ მიყრით, ისე, რომ კალმის ზედა ნამყენი კვირტი 4-5 სმ-ით ზევით დარჩეს ნიადაგის ზედაპირიდან. დარგული ნერგ-კალამი იკვრება ჭიგოზე და ირწყვება დარგვისთანავე.



                          


Comments

Popular posts from this blog